საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ნიკა გვარამიას დაკავება არა „რუსთავი 2"-ის საქმიანობას, არამედ ქრთამის აღებას და მიცემას უკავშირდება.
„ბატონი გვარამიას საქმიანობა, რომლის გამოც დაინტერესდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, არ უკავშირდება დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმიანობას. ის უკავშირდება ქრთამის აღებას და მიცემას. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა თანამდებობაზე მუშაობდა ან მუშაობს" - განმარტა მინისტრმა.