გეკა გელაძე: ჩატარდა უამრავი საპოლიციო ღონისძიება, დააკავეს ასეულობით პირი, რომელიც ჩართული იყო ნარკოდანაშაულში და ნარკორეალიზაციის პროცესში

გეკა გელაძე: ჩატარდა უამრავი საპოლიციო ღონისძიება, დააკავეს ასეულობით პირი, რომელიც ჩართული იყო ნარკოდანაშაულში და ნარკორეალიზაციის პროცესში

ჩატარდა უამრავი საპოლიციო ღონისძიება, დააკავეს ასეულობით პირი, რომელიც ჩართული იყო ნარკოდანაშაულში და ნარკორეალიზაციის პროცესში, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს, ისინი დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ებრძვიან ნარკომანიას, ზრუნავენ ჩვენი მომავალი თაობის სწორ განვითარებაზე და უქმნიან მათ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს.

საპოლიციო ღონისძიებებთან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციული ხასიათის მექანიზმებს და ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ კომპლექსურად მუშაობას სხვადასხვა უწყებასთან, როგორიც არის განათლების სამინისტრო, სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით ჩვენს გეგმებს საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.