როდესაც სატელევიზიო კომპანიის დირექტორს აკავებენ, ჩნდება კითხვები, ხომ არ აქვს ადგილი პრესის თავისუფლების შეზღუდვას – იმ პრინციპისა, რომლის ერთგულიც არის ამერიკის შეერთებული შტატები - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც ნორლანდმა აღნიშნა, მეორე მხრივ, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დაკავებას ნიკა გვარამიას ამჟამინდელ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაკავება უკავშირდება მის ფინანსურ საქმიანობას კერძო სექტორში. ამდენად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და სამართლებრივი პროცესის სწორედ წარმართვა"- აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.