საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, სამსახურებიდან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ნადირაშვილმა განაცხადა, გამგეობებსა და საკრებულოებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
„სამსახურებიდან ადამიანებს პოლიტკური ნიშნით ათავისუფლებენ. ხალხს განცხადებების დაწერას აიძულებენ. ამის ნათელი მაგალითია კასპელი ოლეგ იაძე, რომელიც ამბობდა, რომ რაც მოახდინა ვერავინ მოხდინა, რადგან 19 ადამიანს განცხადება დავაწერინე და რეგიონში „პატარა ბიძინა“ ვარო. დიდ ბიძინას მოვუწოდებ, რომ პატარა ბიძინები შეაჩეროს, რადგან არ მომწონს, რომ რუსული პრინციპი მოქმედებს და მატრიოშკებში პატარა ბიძინები სხედან“, - დასძინა დეპუტატმა.