დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით,დაღესტანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი სამართალდამცავი.
თავდასხმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა სოფელ ჩონთაულთან განახორციელეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ჯერ შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს ავტომანქანების მფლობელებზე და მგზავრებს ВАЗ-21010და Chevrolet Lacetti –ი წაართვეს, შემდეგ კი სოფელთან ახლოს გზაზე აფეთქება განახორციელეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს შეიარაღებულმაპირებმა ცეცხლი 150 მეტრის მანძილიდან გაუხსნეს.
როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ,,მიმდინარეობს გამოძიება.