ტულსი გაბარდი ამერიკულ მედიას აკრიტიკებს

ტულსი გაბარდი ამერიკულ მედიას აკრიტიკებს

შეერთებული შტატების შიდა დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ამერიკის მეინსტრიმულ მედიას სიმართლის დაფარვაში ამხელს. ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში გაბარდ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დიფ სთეითის“ დავალებით 2016 წლის არჩევნებში რუსული ჩარევების შესახებ ბრალდებების საკითხს გამოეხმაურა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება.

საინტერესოა, როგორ თქვა უარი ტრადიციულმა მედიამ ამ ამბის გაშუქებაზე. Washington Post-ის, New York Times-ისა და სხვა გამოცემების სათაურები ან საერთოდ მათი არარსებობა ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ დღეებში მართლაც ყრუ დუმილს ჰგავდა. ჩემთვის ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი - არ სურთ, რომ ამერიკელმა ხალხმა სიმართლე იცოდეს. მეორე - აცნობიერებენ, რომ ტრადიციული მედია თავადვე იყო ამის თანამონაწილე. მათ ჯერ კიდევ მაშინ, პრეზიდენტ ობამას დავალებით შექმნილი გაყალბებული საიდუმლო ანგარიშებიდან დაუყოვნებლივ მიიღეს და დაბეჭდეს ინფორმაცია.

მახსენდება ერაყის მასობრივი განადგურების იარაღს შესახებ გავრცელებული ყალბი დაზვერვა, რომელიც გამოიყენეს სხვა ქვეყანაში ომის გასაჩაღებლად. ვნახეთ, როგორ იყო მაშინ ტრადიციული მედია ამის თანამონაწილე“, - განაცხადა გაბარდმა.