ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით,ნებისმიერმა საწარმომ ბელორუსიაში ისე უნდა იმუშაოს,როგორც „ომის დროს“.
ბელორუსიის პრეზიდენტმა უკვე მესამე საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო„ბელეგპრომის“კონცერნში,მან ხმაურით და სკანდალით გაათავისუფლა ხელმძღვანელობა, ახალ ხელმძღვანელობას კი მოუწოდა დღე და ღამე იმუშაონ.
„უნდა იმუშაოთ, როგორც ომის დროს,დღეღამეში სამ-ოთხ სმენაში. აიღეთ მართვა თქვენს ხელში და რკინის მარწუხებით იმოქმედეთ,შტურმით უნდა აიღოთ სიმაღლეები“,-განუცხადა ლუკაშენკომ „ბელეგპრომის“ ახალ ხელმძღვანელობას.
რამდენიმე დღის წინ ბელორუსიის პრეზიდენტმა ასეთი საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო საწარმო „კამვოლსა“ და “მოგილევდერვში“.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბელორუსიაში „სამხედრო კომუნიზმის“ ერა დაიწყო.