პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.
სხდომაზე უმცირესობა დაინტერესდა რატომ არ არის პროექტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც სამოხელეო დანაშაულს ეხება.
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტს იმ ადამიანებს არგებს, ვისაც თავად სურს“, - დასძინა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძე კობა დავითაშვილმა გამოეხმაურა და განაცხადა, რომთუ წინა ხელისუფლებას სურს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა პატიება, მაშინ მან ჯერ დანაშაული უნდა აღიაროს, რის შემდეგაც მოხდება მათი ქმედებების ამინისტირება მოხდება.
მხარეთა დაპირისპირებაში კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე ჩაერია და დეპუტატებს მიმართა, რომ თუ კანონპროექტის განხილვა არ წარიმართება რეგლამენტის ფარგლებში, მაშინ ისინი სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ.