პარლამენტი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენა ნაკრძალის დირექტორმა და გია ცაგარეიშვილმა გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილია წინასაახალწლო აქციაც - დეპუტატებს საჩუქრად ნაძვრის ხის ნერგები გადაეცემათ, რომელიც პლენარული სხდომის დარბაზში დეპუტატთა ადგილებზეა განთავსებული.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და კანონმდებლები ამ სიუპრიზსაც თავად იხილავენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მეორე ფლიგელში განთავსებულია ფოტორეპორტიორების მიერ 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევის ფაქტების ამსახველი ფოტოები.