თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შიმშილობს.
მისი ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, ოქრუაშვილმა შიმშილობა გუშინ დაიწყო, რითაც ის ე.წ. „ზილების საქმეზე“ მოშიმშილე პატიმრებს სოლიდარობას უცხადებს.
„ოქრუაშვილს კონკრეტული მოთხოვნა არ აქვს. ამ ფორმით უბრალოდ სოლიდარობას უცხადებს იმ ბიჭებს, რომლებიც პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს, ან სიაში შეყვანაზე თავიდანვე უარი უთხრეს. გარდა ამისა, ე.წ. ზილების საქმეზე დაკავებული და მოშიმშილე ერთ-ერთი პირი იოსებ გიგუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის საკანში ზის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩათვალა, რომ თანამესაკნის შიმშილობის პირობებში, მის მიერ საკვების მიღება სწორი საქციელი არ იქნებოდა" - აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.
გიგუაშვილის გარდა „მატროსოვის ციხეში“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძმები ტერაშვილებიც შიმშილობენ