თბილისში წუხელ 85 წლის მოხუცი მოკლეს. შემთხვევა ყაზბეგის 25 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ავთანდილ საყვარელიძე მასთან ყაჩაღობის მიზნით შესული დამნაშავის მსხვერპლი გახდა.
გარდაცვლილი მოხუცის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ საყვარელიძე თავდამსხმელს იცნობდა, რადგან კარი გაუღო. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, სახლიდან ოქროულობაა წაღებული.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა უკვე გახსნა და ეჭვმიტანილი დაკავებულია.