გორში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ დევნილებს სამინისტრო დროებით ყოფილი სამხედრო პოლიციის ადმნიისტრაციულ შენობაში გადაიყვანს. ამის შესახებ დევნილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„ადგილობრივ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გორის საბავშვო ბაღის შენონაბაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, დევნილთა სამინისტრო დროებით ყოფილი სამხედრო პოლიციის ადმნიისტრაციულ შენობაში გადაიყვანს.რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზიანებულ შენობას, სამინისტრო მას რეაბილიტაციას ჩაუტარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადებში დევნილ მოსახლეობას რეაბილიტირებულ შენობაში დააბრუნებს“ - ნათქვამია განცხადებაში.