პაკისტანში აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ჯამრუდის ბაზარში,ავღანეთის საზღვართან ახლოს,აფეთქების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა,მათ შორის ქალები და ბავშვები. დაჭრილია 50 ადამიანი,მათ შორის რამდენიმე მძიმე მდგოამრეობაშია.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზართან ახლოს ავტობუსის ტერიტორიაზე მდგარ მანქანაში იყო ჩამონტაჟებული.

ადგილობრივი სამართალდამცავების განმარტებით,ტერაქტზე პასუხისმგებლობა  ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა მათი აზრით, ეს შეიძლება იმ თალიბების მოქმედების შედეგი იყოს, რომლებმაც გუშინ 15 საათიანი ბრძოლის შედეგად,პეშავარის აეროპორტის დაკავება ვერ შეძლეს, რომელიც ქალაქ ჯამრუდთან ახლოს რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. გუშინდელი ოპერაციის შედეგად 10 თალიბი ბოევიკი გარდაიცვალა.