ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანანმდებობაზე - ეკატერინე ბაქრაძისა და ეკატერინე ჩაფიჩაძის კანდიდატურებია წარდგენილი.
აღნიშნული პირების კანდიდატურები პარლამენტის ბიუროს დღეს პრეზიდენტის მიერ ხელახლა წარედგინა.
პრეზიდენტმა პარლამენტს მაია ზარიძისა და ლაშა მელაძის კანდიდატურები გასულ პლენარულ სხდომაზეც წარუდგინა, მაგრამ მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე ჩავარდა. დეპუტატებმა მათ ნდობა არ გამოუცხადეს.
რაც შეეხება ეკატერინე ბაქრაძისა და ეკატერინე ჩაფიჩაძის საქმიანობას, ბაქრაძე არის Bridge-ის სერთიფიკატის მფლობელი და არის ცესკოს საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის მესამე კატეგორიის სპეციალისტი, ხოლო ჩაფიჩაძე Bridge-ის სერთიფიკატის მფლობელი და 2012 წლის საპარლამნტო არჩევნების პერიოდში იყო - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფასილიტატორი.
აღნიშნულ პირებზე პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე იმსჯელებს.