ბუტა რობაქიძის მეგობრებს ბრალდება მოეხსნათ. ამის შესახებ ინფორმაციას რობაქიძის ერთ-ერთ მეგობრის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ადასტურებს.
მისი განმარტებით, რობაქიძის მეგობრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუადგომლობით სასამართლოს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა და სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაბამისად, რობაქიძის მეგობრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
2004 წლის 24 ნოემბერს მოკლული ბუტა რობაქიძის მეგობრებს - გიორგი ქურდაძისა და სხვა პირებს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარება