გიორგი ბარათელის 4-საათიანი დაკითხვა დასრულდა

გიორგი ბარათელის 4-საათიანი დაკითხვა დასრულდა

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის დღეს დაკავებული გიორგი ბარათელის დაკითხვა, რომელიც დაახლოებით ოთხი საათი გრძელდებოდა, დასრულდა. ამის შესახებ ბარათელის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გვითხრა.

მისი განმარტებით, ბარათელმა ჩვენება თავის ხელით დაწერა და მასში დეტალურად ასახა მისი დაკავების და მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები.

უახლოეს საათებში, ადვოკატ მამუკა ნოზაძეს შევხვდებით და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ბარათელის გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემაც გაავრცელა - “ ნახევარი საათია, რაც დასრულდა გიორგი ბარათელის ოთხსაათიანი დაკითხვა. მან პროკურორ შალვა ცერცვაძისა და ადვოკატ მამუკა ნოზაძის თანდასწრებით, საკუთარი ხელით დაწერა ჩვენება, სადაც დააფიქსირა თუ რა მოხდა სინამდვილეში 2007 წლის 20 მაისს“.