სილვიო ბერლუსკონე დანიშნულია

სილვიო ბერლუსკონე დანიშნულია

ინტერნეტ-პორტალ Sky News -ის ინფორმაციით, იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონემ პირველად დაადასტურა ღია ეთერში, რომ ის ოფიციალურად არის დანიშნული 27 წლის ფრანჩესკა პასკალეზე.

„ჩვენ ყველაფერი ოფიციალურად გვაქვს. მე დანიშნული ვარ ფრანჩესკა პასკალეზე. მას მშვენიერი გარეგნობა აქვს,მაგრამ კიდევ უფრო მშვენიერია შინაგანად, მას მყარი მორალური პრინციპები გააჩნია“,-აღნიშნა სკანდალურმა ბერლუსკონემ.

76 წლის ყოფილი პრემიერის განცხადებით,  მათ შორის სხვაობა 49 წელი „ცოტა გადამეტებულია“, „თუმცა პასკალე ახლა ნაკლებად მარტოდ გრძნობს თავს“,–აცხადებს ბერლუსკონე.

ფრანჩესკა პასკალეს და სილვიო ბერლუსკონეს რომანზე იტალიაში დიდი ხანია ლაპარაკობენ.პასკალე თავდაპირველად ბერლუსკონეს „თაყვანისმცემლების კლუბს“ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ბერლუსკონეს საარჩევნო შტაბში გააგრძელა მოღვაწეობა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამჟამად ბერლუსკონე თავის მეორე მეუღლეს ვერონიკა ლარიოს შორდება, რომელთანაც ის 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. განქორწინების პროცესი 2009 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით დასრულებული არ არის, მხარეები ქონების გაყოფაზე ვერ თანხმდებიან.

2011 წელს იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი არასრულწლოვან მოცეკვავე გოგონასთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს,ბერლუსკონეს წინააღმდეგ, ფიანანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.თუ ბერლუსკონეს ბრალდებები დაუმტკიცდა,მას 15 წელი პატიმრობა ელოდება, თუმცა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ამ დღეებში , მარიო მონტის გადადგომის შემდეგ, ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი უკვე გამოთქვა.