ჯერარ დეპარდიეს ღია წერილი საფრანგეთის მთავრობას

ჯერარ დეპარდიეს ღია წერილი საფრანგეთის მთავრობას

საფრანგეთში ცნობილ მსახიობ ჟერარ დეპარდიესთან დაკავშირებით, სკანდალი ყოველდღიურად მძაფრდება. რამდენიმე დღის წინ დეპარდიემ განაცხადა, რომ ის საფრანგეთს ტოვებს  და ბელგიას მოქალაქეობის თხოვნით უკვე მიმართა. ამ განცხადებას საფრანგეთის ხელისუფლება უარყოფითად გამოეხმაურა. საფრანგეთის პრემიერმა ჟან–მარკ ეირომ დეპარდიეს საქციელს “საცოდავი“ უწოდა.

დეპარდიეს სახლი პარიზში აუქციონზე გავიდა,  მსახიობმა კი სახლი ბელგიის სოფელ ნეშანში,რომელიც საფრანგეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, უკვე შეიძინა.

ჟერარ დეპარდიემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მდიდრების წინააღმდეგ გადასახადები გაზარდა.

ჯერარ დეპარდიემ საფრანგეთის პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართა და განაცხადა, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს, მიღებული ჰონორარების ერთი მესამედი საფრანგეთის ხელისუფლებასგადაუხადოს.

„ვინ ხართ, თქვენ ბატონო პრემიერმინისტრო,რომ მე განმსაჯოთ? მე გიბრუნებთ თქვენ ფრანგულ პასპორტს და სოციალურ ბარათს, რომლითაც არასდროს მისარგებლია.ჩვენ ამიერიდან ერთი სამშობლო  აღარ გვაქვს.მე  ნამდვილი ევროპელი ვარ, მსოფლიოს მოქალაქე. მემივდივარ, მანამდე კი გადასახადების 85%–ი უკვე გადავიხადე.

45 წლის მანძილზე მე ბიუჯეტში 145 მილიონი ევრო შევიტანე, შევქმენი 80 სამუშაო ადგილი,ასე რომ ჩემს საქციელს საცოდავს ვერ ვუწოდებ“,–განაცხადა დეპარდიემ.

 კიდევ ერთი ფრანგი,ევროპის  უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნიო ელოდება ბელგიის მოქალქეობის მიღებას.