ცნობილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი,მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრი ილია იაშინი, ბლოგერი ალექსეი ნავალნი და „მემარცხენე ფრონტის“კოორდინატორი სერგეი უდალცოვი თავისუფალები არიან.
სამართალდამცავებმა ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ,ოპოზიციის ლიდერები გაათავისუფლეს,ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში არ დაადანაშაულეს და მხოლოდ ახსნა-განმარტების დაწერით შემოიფარგლნენ.
სობჩაკის და უდალცოვის განმარტებით, მათ სამართალდამცავები კორექტულად ექცეოდნენ,არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია,პოლიცილებთან კი მათ ჩაიც დალიეს და ლიუბიანკაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაც განიხილეს.
„მიუხედავად იმის,რომ პირველად იყო პოლიციაში ყოფნა კომფორტული,მე გასაჩივრებას ვაპირებ, რის საფუძველზე დაგვაკავეს მე და ჩემი მეგობრები“,–აცხადეს უდალცოვი.
სამართალდამცავთა განმარტებით კი, ისინი მოქალაქეების არსანქცირებულ მიტინგზე შეკრების მოწოდებისთვის დააკავეს.