სირიის ვიცეპრემიერის ფარუკ ალ-შარაას განცხადებით, ომში, რომელიც სირიაში წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს, ვერცერთი მხარე გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. ვიცეპრემიერის ამ განცხადებას ლიბიური გამოცემა Al Akhbar აქვეყნებს.
ალ-შარაას განცხადებით, სირიის ოპოზიციურ კოალიცია, რომელიც მსოფლიოს უმეტესობამ სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად სცნო,ვერ იქნება ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი.
„სირიის კოალიციურმა ოპოზიციამ გაერთიანება რომც მოახერხოს , იგი ვერ შეძლებს სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. პარტია „ბაას“–ს პარტნიორების გარეშე, კონფლიქტის დასრულება აღარ შეუძლია,სამხედრო შეიარაღებული ძალები კი აჯანყებულების შეჩერებას და მათზე სრული კონტროლის დამყარებას, ვერ ახერხებენ.სიტუაცია ყოველდღიურად რთულდება, ამჯერად უკვე არა ხელისუფლების, არამედ სირიის, როგორც ქვეყნის შენარჩუნებაზე მიდის საუბარი“,–აცხადებს ვიცეპრემიერი.
ფარუკ ალ–შარაას განცხადებით, სირიის კონფლიქტი მეგობარი ქვეყნების და გაეროს წარმომადგენლების დახმარებით უნდა გადაწყდეს.