შპს „ტაოს" ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი თბილისიდან ისევ ახალციხეში გადაჰყავთ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიზნით, თუმანიშვილის ახალციხეში ტრანსპორტირება ამ წუთებში მიმდინარეობს.
ოფიციალური უწყება არ ადასტურებს თუმანიშვილის ადვოკატის განცხადებას, თითქოს ბრალდებულს დიაბეტი აქვს და ასთმის ნიშნები აღენიშნება. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ თუმანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია.
„შპს „ტაო"-ს ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი გუშინ გვიან ღამით, თავის დაზღვევის მიზნით და ახალციხის ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, მოთავსებულ იქნა თბილისის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, სადაც მას ჩაუტარდა საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის თავის ტვინის ტომოგრაფია. სამედიცინო გამოკვლევით არ დადასტურდა ადვოკატ მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ ბრალდებულს აქვს დიაბეტი და აღენიშნება ასთმის ნიშნები. გამოძიებას გააჩნია სამედიცინო გამოკვლევის შესაბამისი დასკვნა. აღსანიშნავია, რომ სანამ განხორციელდებოდა თუმანიშვილის დაკავება, სამართალდამცავების ინიციატივით, ბრალდებულს, ახალციხის ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა ჩაუტარა კვალიფიციური სამედიცინო შემოწმება. ექიმთა თქმით, თუმანიშვილს არ დაუდასტურდა დიაბეტი. ასევე, შემოწმების დროს არ დაფიქსირებულა მაღალი წნევა. ამ მომენტისთვის თუმანიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება თბილისიდან ახალციხის მიმართულებით სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიზნით" - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ლევან თუმანიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების, ხე ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტებზე დააკავეს. მგამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა შეუფარდოს. ლევან თუმანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის