საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი „ქართული ოცნების“ მაღალ პარტიულ რეიტინგს წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებებს უკავშირებს.
როგორც from.ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, NDI-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები პოსტსაარჩევნოა და კვლევის შედეგებიც ბუნებრივია.
„არჩევნებში ჩვენი დამარცხება და „ქარული ოცნების“ გამარჯვება, საზოგადოებრივ განწყობებშიც აისახება. ძალინ ბევრი დაპირებაა გაცემული და ეს რეიტინგიც სწორედ ამას უკავშირდება, მაგრამ ხალხი ამ დაპირებების შესრულებას ელის“, - დასძინა მან.