პირობით ვადამდე 34 მსჯავრდებული გათავისულდა. აღნიშნულის შესახებ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„17 დეკემბერს, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა 350-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ ადგილობრივი საბჭოების მიერ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით მიეკუთვნებიან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკ ჯგუფს.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 2012 წლის 17 დეკემბერს დატოვებს 34 მსჯავრდებული, მათ შორის 4 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 2 მძიმე ავადმყოფი“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.