განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი გახდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალისტები ჩაერთვნენ.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელოსთვის გრიფირების მინიჭების შესახებ შემთანხმებელი კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურადაა წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი.
14 დეკემბერს კომისიის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისთვის ქართული ენის საბაზო დონის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების საკითხი განიხილეს.
2012 წლის დეკემბრიდან გრიფირების კომისიის შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), PH International, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და ორგანიზაცია "სკოლა, ოჯახი, საზოგადოება", რომლის მიზნია განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.