ამერიკის საელჩოსთან ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, მდუმარე სამგლოვიარო აქცია გაიმართა.
საელჩოსთან კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი, ამერიკულ ცენტრ „ლენგეიტის" წარმომადგენლები, აგრეთვე დავით დეფი, ჯამლეტ ხუხაშვილი, გია ბუღაძე და სხვები მივდნენ.
აქციის მონაწილეები საელჩოსთან ყვავილებით, საბავშვო ზღაპრების წიგნებით და სათამაშოებით მივიდნენ. აგრეთვე მათ ამერიკის დროშის ფერის საჰაერო ბურთები მიიტანეს. სამგლოვიარო აქციაზე ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდა და შეკრებილებს სამძიმრისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ამერიკის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელმა ილია ზუკაკიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ბარბარობაა, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს, ხოლო წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია, აქედან გამომდინარე აქციის მონაწილეები ეკლესიაში მივლენ და დაღუპულთა სულებისთვის ილოცებენ.
აშშ-ის ქალაქ ნიუ თაუნში 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთ სკოლაში 27 ადამიანი მოკლა, საიდაანც 20 ბავშვი იყო.