NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს კოალიცია „ქართული ოცნება" დგას.
გამოკითხულთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობა" დგას, ხოლო 3% ფიქრობს რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა".
ამასთან, გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, ხოლო სხვა ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1%-იანი მაჩვენებელი აქვთ.
აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.