საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს საინტერესოს უწოდებს.
როგორც from.ge-ს ბესელიამ განუცხადა, ძალიან საინტერესოა კვლევა დაიდო, რადგან ახალ რეალობაში ხალხს აქვს შესაძლებლობა არა შიშით და სხვადასხვა ზეწოლის ქვეშ გამოხატონ თავიანთი განწყობები, არამედ იმ რეალობაში ისაუბრონ, სადაც მათ ვერ შეაშინებენ და ვერ დაემუქრებიან.
„დღეს რესპოდენტები გაცილებით თავისუფლები არიან. ამიტომ, მათ იოლდებათ თავიანთი არჩევნის დაფიქისრება. ყველაზე კარგი ინდიკატორი ამომრჩეველია“, - დასძინა მან.