NDI-ის კვლევის თანახმად, აგვისტოს კვლევასთან შედარებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, თბილისის მერის გიგი უგულავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებლები დაკლებულია.
NDI-ის აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი 61% იყო, ნოემბერში ჩატარებულ კვლევაში კი - მოწონების მაჩვენებელი 29%-ია.
ასევე, NDI-ის კვლევის თანახმად, აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - „მოგწონთ თუ არა“, რესპონდენტთა 58% პასუხობდა, რომ უგულავა მოსწონს, ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად კი, აღნიშნულ კვლევას დადებითად 29%-მა უპასუხა.
ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებელი აგვისტოში 62% იყო, ნოემბერში კი 28% გახდა.
ცნობისთვის, აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.