NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითული მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებას „ქართული ოცნება“ შეძლებს, ხოლო 5% ფიქრობს, რომ ამ საკითხებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს.
ასევე, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ პენსიების საკითხების მოგვარებას „ქართული ოცნება“ შეძლებს, 7% კი ფიქრობს, რომ ამ საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს.
გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ ჯადაცვის საკითხებს „ქართული ოცნება“ მოაგვარებს, ხოლო 7% ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს.
NDI-ის მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.
პრეზენტაციას NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო უძღვება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც რეიტინგები შედგა, მიმდინარე წლის ნოემბერიში ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით წარმომადგელობითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 1 947 ადამიანი გამოიკითხა