ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 80%-ს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, 29%-ს კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
კვლევის თანახმად, რომლის პრეზენტაციაც დღეს NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ წარადგინა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსახლეობის 63%-ს მოსწონს, ეკა ბესელია 61%-ს, თინა ხიდაშელი 61%-ს, ზვიად ძიძიგური 60%, კობა დავითაშვილი კი - 53%-ს.
კითხვაზე, „მოგწონთ თუ არა აღნიშნული პოლიტიკოსები", გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ დავით ბაქრაძე მოსწონს, ასევე 42 %-ს მოსწონს გუბაზ სანიკიძე, გიგი უგულავა 29%-ს და კობა დავითაშვილი კი - 53%-ს.
აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.