საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, თოვლის გამო ნაქერალას, ჯვრისა და გომბორის უღელტეხილებზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ვახტანგიშვილის განცხადებით, ნაქერალას, ჯვრისა და გომბორის უღელტეხილებზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის, ასევე 30-ზე მეტ ადგილიანი ავტობუსებისთვის.
ვახტანგიშვილის თქმით, სპეციალური სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მიმდინარეობს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უმჯობესია, მსუბუქმა ავტომობილებმა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით იმოძრაონ.