თბილისის საპატრულო პოლიციაში ავტომანქანების რაოდენობა და პატრულ-ინსპექტორების რიცხვი იზრდება.
შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამართალდამცველები პატრულირებას არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე განახორციელებენ.
მინისტრის გადაწყვეტილებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცველები.
ახალი საპატრულო მანქანების პრეზენტაცია დღეს, 11.00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობასთან გაიმართება.