საქართველოს პარლამენტი 2013 წლისთვის ჟურნალისტთა აკრედიტაციის განცხადებების მიღებას იწყებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადებები 15 დეკემბრიდან 2013 წლის 15 იანვრის ჩათვლით მიიღება და მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელმა განცხადება პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის სახელზე უნდა წარადგინოს.
მათი ცნობით, პირად საბუთებთან ერთად, საინფორმაციო სააგენტოებისა და ჟურნალ-გაზეთების ხელმძღვანელებმა უნდა წარმოადგინონ სათანადო ბეჭდური გამოცემის ბოლო სამი ნომერი, რომლებშიც გამოქვეყნებულია აკრედიტაციის მსურველი პირის მიერ მომზადებული მასალა.
განცხადებები კი, ბარდება პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტს. მისამართზე - ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის 26. საფოსტო ინდექსი: 4600. პარლამენტის სასახლე.