დღეს ჟენევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომაგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პირველ მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება.
დიპლომატები ქართულ-რუსულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
აბაშიძე ჟენევაში გუშინ გაემგზავრა.
გამგზავრებამდე, სპეციალური პრესკონფერენციაზე ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 10 დეკემბრის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული მხარე მზად არის რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის“.
აბაშიძემ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრი იმის თაობაზე, რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები“ აღდგეს.