ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობის ქმედებები, დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება, ევროპაში შეშფოთებას იწვევს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ მარტენსმა ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სამიტს პირადად ვილფრედ მარტენსის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.
მარტენსმა საქართველოს ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამმხრივ მიღწეული პროგრესი შეინარჩუნოს.
„ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე. წინა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსაც მიაღწია. ამას გარდა, შესაძლებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების პროცესის სამართლიანად და სწორად წარმართვა. თუმცა ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოვუწოდებთ, ხელი აიღოს მსგავს ქმედებებზე და პატივი სცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები"- აღნიშნა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერებმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის