თავდაცვის სამინისტროში, პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ Galfstream G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, 2011 წლის 26-30 სექტემბერის განხორციელდა ფრენა თბილისი-ბათუმი-ვენა-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. ამ პერიოდში 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მეორე სამიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა;
2011 წლის 26 ივლისიდან - 4 აგვისტოს ჩათვლით: თბილისი-ბათუმი-ლასპალმასი-ზანდერი-ლიმა-კუსკო-ბერმუდა-ნორთჰოლდი-ბათუმი-თბილისი;
ვაკო ავალიანის განცხადებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ საკაშვილი 29 ივლისს ლიმაში, პერუს პრეზიდენტის ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. თუმცა, ლასპალმასში და სხვა ქალაქებში ვიზიტზე ოფიციალური ცნობები არ არსებობს;
2011 წლის 28 აგვისტოდან - 2 სექტემბრამდე: თბილისი-ბათუმი-პალანგა-ბათუმი-თბილისი;
2011 წლის 4 სექტემბრიდან - 8 სექტემბრის ჩათვლით: თბილისი-ბათუმი-რომი-პიზა-გენუა-კრაკოვი-თბილისი;
2011წლის 14-19 აგვისტო: თბილისი-ბათუმი-ნიცა-მილანი-ბათუმი-თბილისი;
2011 წლის 13-25 ივლისი: თბილისი-ბათუმი-ნიცა-ვენა-ბათუმი-თბილისი;
თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, Galfstream G450-ით განხორცილებული ფრენებიდან აღნიშნული მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან ასევე, ფინანსდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი ლიდერების ფრენები ლასპალმასის, ნიცის, მილანსა და მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში.
ლიტერულ ფრენებზე არსებულ ინფორმაციას გრიფი ადევს. კანონის შესაბამისად, გრიფი მოხსნილია ამ ბორტით 2011 წელს განხორციელებულ ფრენებზე.