"თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" რუსეთის ფედერაციის თეატრის მოღვაწეთა კავშირმა ცნობილ ქართველ რეჟისორს, რობერტ სტურუას, სპეციალური პრემია - "ოქროს ნიღაბი" მიანიჭა.
2012 წლის "ოქროს ნიღაბის" ლაურეატები ასევე გახდნენ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ტატიანა დორონინა, ლეონიდ ბრონევოი,ივან ბობილევი; რუსეთის სახალხო არტისტები ზინაიდა შარკო და ალექსანდრე ბელინსკი.