სერგეი უდალცოვი:  საგამოძიებო კომიტეტის განცხადება „საბავშვო  ტიტინია“

სერგეი უდალცოვი: საგამოძიებო კომიტეტის განცხადება „საბავშვო ტიტინია“

 :მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გავრცელებულ განცხადებას, ქართველი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის ჩართულობაზე 6 მაისს გამართულ „მილიონიანი მარშის“ ორგანიზებაში  უარყოფს და მას „საბავშვო  ტიტინს“უწოდებს.

„ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებდით, თარგამაძის ან სხვა ვინმეს ხელმძღვანლობით ჩვენ არ გვიმოქმედია. ეს „ბავშვური ტიტინია“.  ეს არის პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული,მიმართული მათთვის, ვინც სიტუაციაში ღრმად ჩახედული არ არის“,-აცხადებს უდალცოვი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კი ამ დროს ქართულ მხარეს „სამართლებრივი დახმარებისკენ“ მოუწოდებს. კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, „გვაქვს დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომელიც გივი თრგამაძის არა მარტო ოპოზიციის დაფინანსებაში მონაწილეობას, არამედ „ბალოტნის მოედანზე“ გამართულ   მასობრივ არეულობაში კონკრეტულ როლსაც ადასტურებს“,–აცხადებს მარკინი.