იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს შენობა ე.წ. „მედია ჯგუდის“ წარმომადგენლებმა - ალისტრახო როხვაძემ და ბიჭიკო გვენეტაძემ უკომენტაროდ დატოვეს.
პოლიციის შენობაში აღნიშნული პირების დაკითხვა დაახლოებით 6 საათი მიმდინარეობდა. დაკითხვის შემდეგ კი, კომენტარი როხვაძისა და გვენეტაძის ადვოკატმა, ზვიად ნიშნიანიძემ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, როხვაძე და გვენეტაძე მოწმის სახით დაიკითხნენ და ისინი პოლიციაში რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით იყვნენ დაბარებულები.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატმა არ დააკონკრეტა ისინი ზუსტად რა შემთხვევებთან და ინციდენტებთან დაკავშირებით დაიკითხნენ.
„ალისტრახო როხვაძემ და ბიჭიკო გვენეტაძემ სამართალდამცველების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხეს“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ალისტრახო როხვაძე და ბიჭიკო გვენეტაძე იმ ე.წ. მედია ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა და ეს ჯგუფი სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებსსაქმიანობაში ხელს უშლიდნენ.