ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იმ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებმაც 45 ობიექტი თვითნებურად დაიკავეს, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადყოფნას გამოთქვამს.
სამინისტროს ინფორმაციით, რადიკალურად განწყობილი და გარკვეული ძალების მხრიდან მართული ჯგუფების თვითნებურად დაკავებული, ბოლო შემოწმებით, 45 ობიექტია და აღნიშნავენ, რომ ის, რომ სხვის საკუთრებაში შეჭრა არის კანონდარღვევითი ქმედება, მათთან ერთად, საერთაშორისო არასამთავრობო და პარტნიორი ორგანიზაციები იზიარებენ.
სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს დევნილ საზოგადოებას ნუ მოქმედებენ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.
„ერთ-ერთი ასეთი ობიექტია ყოფილი პოლიკლინიკის შენობა (ბაქოს ქუჩა N 1). აღნიშნულ შენობაში დევნილთა სამინისტრომ განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები ნგრევადი „ბამბის ნართი-ს“ შენობაში მცხოვრებ დევნილთა გადასაყვანად, თუმცა სარემონტო სამუშაოს დასრულებამდე, იქ ერთი რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მხრიდან მოხდა თვითნებური შეჭრა. შესაბამისად, ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები დღემდე რისკის ქვეშ რჩებიან და აღნიშნულ მისამართზე გადაყვანა ვერ ხერხდება.
ამავდროულად, ეს არის კონფლიქტი დევნილთა 2 ჯგუფს შორის - ერთი, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის რეაბილიტირებული ფართი (ბაქოს ქუჩა N1) და ამავე დროს, ეს არის კონფლიქტი შეჭრილებსა და თბილსისი მერიას შორის, რომლის საკუთრებას წარმნოადგენს აღნიშნული შენობა.
ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავაკმაყოფილოთ კონფლიქტის მონაწილე ჯგუფების კანონიერი ინტერესები. მიმდინარეობს მუშაობა დევნილი საზოგადოების 18 წლის გამნმავლობაში დაგროვილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მექანიზმებზე, როგორიცაა, მშენებლობები, კარკასული ობიექტების რეაბილიტაცია და საცხოვრებლად გადაკეთება და ასე შემდეგ. შესაბამისად, დევნილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ნუ მოქმედებენ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ“, - აცხადებენ სამინისტროში.
შესაბამისად, სამინისტროც ცნობით, ბაქოს ქუჩა #1-ში უნდა განთავსდნენ ნგრევადი „ბამბის ნართის“ დევნილები, ხოლო „არაშენდას“12 ოჯახთან (რომლებმაც ბაქოს ქუშიც ობიექტი თვითნებურად დაიკავეს) სამინისტრო გააგრძელებს მოლაპარაკებებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად.
„დევნილთა ორივე ჯგუფის მიმართ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. ორივე ჯგუფს გააჩნია ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება. სამწუხაროდ, აღნიშნული ერთი კონკრეტული ობიექტით ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია“, - ნათქვამია სამინისტროს, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.