ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, ჟურნალისტებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ახალაიების სახლთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც როლანდ ახალაიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა „მაესტროს“, „მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-ს ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საჩივარი, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობის მუხლითაა შესული, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ბელქანიას წინააღმდეგაც არის მიმართული.