ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა იაცეკ მიხალოვსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, იაცეკ მიხალოვსკიმ ჩატარებული არჩევნები მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ ეს არის ნორმალური პროცესი დემოკრატიულ ქვეყანაში.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის დემოკრატი და მშვიდობიანი თანაარსებობა, რომელშიც ჩვენ ვხედავთ დემოკრატიის დიდ სკოლას" - აღნიშნა მიხალოვსკიმ.
მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი და შვედეთის საგერო საქმეთა მინისტრი კალრ ბილდტი.