ხვალ, 14 დეკემბერს, 15:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში გაიმართება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანებული შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ომის ვეტერანთა ჩართულობისა და გაუქმებული შეღავათების აღდგენის საკითხი. შეხვედრის ინიციატორი ვეტერანთა ორგანიზაციები მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს ვეტერანთა პრობლემების გადასაწყვეტად სამუშაო ჯგუფების შექმნას სთავაზობენ.
საკონტაქტო პირი: შიო კობიძე 5 93113900