შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური და დაცვის მინისტრის დავით სერგენკოს განცხადებით, მედიკამენტების გაყიდვასთან დაკავშირებით, ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკება და ახსნა-განმარტებები დიდი ხნის წინ დაიწყო და უკვე დასრულებულია. ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავით სერგენკომ აღნიშნა, მომხმარებლებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ არანაირი ახალი შეზღუდვა არ არსებობს, ხოლო ცხელი ხაზის თანამშრომლები ინფორმირებულები არიან როგორ უპასუხონ ასეთ სატელეფონო ზარებს.
„გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულია პრესრელიზი, სადაც დეტალებში არის ახსნილი ეს სიტუაცია. თუ ჩემთან ექნებათ პირადად კითხვა მომხმარებლებს, მეც დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ" - განაცხადა სერგენკომ.