„თელასის“ გენერალურ დირექტორად საქართველოში „ინტერ რაო ეეს“- ის ჯგუფის გენერაციის ობიექტების ხელმძღვანელი, დევი კანდელაკი დაინიშნა.
დევი კანდელაკმა 1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა.
2005 წელს კი მენეჯმენტის ევროპული სკოლის დიპლომი მიიღო.
2000 წელს დევი კანდელაკი კომპანია „AES-მტკვარი“-ს ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000-დან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა.
2003 წელს იგი კომპანია „მტკვარი ენერგეტიკა“-ს გენერალური დირექტორი გახდა, ხოლო 2008 წლიდან დღემდე შპს „მტკვარი ენერგეტიკა“-ს, სს „ხრამი-1“-ის და სს „ხრამი-2“-ის გენერალური დირექტორია.
„თელასი“ ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში ახორციელებს.
კომპანია ელექტროენერგიით 460 ათასზე მეტ მომხმარებელს ამარაგებს.
2003 წლის აგვისტოში კომპანია „ინტერ რაო ეეს“-ის შემადგენლობაში შევიდა.
„ინტერ რაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.