საჯარო ბიბლიოთეკაში სოლომონ პავლიაშვილის ამერიკაში გამოცემული მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართება
"საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციისა" და ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის~ ინიციატივით, 2012 წლის 14 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული (საჯარო) ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიის _ ,"ინფლაციური ზიგზაგები პოსტსაბჭოთა საქართველოში"(ZIGZAGS OF INFLATION IN POST-SOVIET პრეზენტაცია გაიმართება.
მონოგრაფია ამერიკულმა მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ კალიფორნიაში გამოსცა. 132-გვერდიან წიგნს, რომლის რედაქტორიც ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძეა, ბერნარდ შოუს სიტყვები აქვს წამძღვარებული: `ყველა ეკონომისტი ერთად რომ დავსვათ, ვერასდროს მიაღწევენ რამე გადაწყვეტილებას.~ მონოგრაფიაში წარმოდგენილი კვლევა დამოუკიდებელი საქართველოს მთლიან პერიოდს _ 1991-2011 წლებს მოიცავს. მონოგრაფიაში განხილულია ინფლაციის არსი, მიზეზები და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე, ნაჩვენებია ინფლაციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, ანტიინფლაციური პოლიტიკის თეორიული და მეთოდოლოგიური კვლევა.
ნაშრომის მიზანია, რომ მასში ასახულმა თეორიულმა კვლევამ პრაქტიკული სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, შესაძლებელი გახდეს ინფლაციური პროცესების დროული და ადექვატური რეგულირება, რათა თავიდან იქნას აცილებული ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი ჰიპერინფლაციური პროცესები.
"როგორც ამერიკის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტმა მიშელ ბახმუთსკიმ ოფიციალური წერილით მაცნობა, ჩემი წიგნი მსოფლიოს რამდენიმე სამეცნიერო ბიბლიოთეკას გაეგზავნა, მათ შორის კონგრესის ბიბლიოთეკას. აკადემიის სტუდენტებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ინფლაცის, ასე ვთქვათ, ანატომიის შესწავლისას ჩემი მონოგრაფია დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენონ," _ ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.
სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიის _ ,,ინფლაციური ზიგზაგები პოსტსაბჭოთა საქართველოში" პრეზენტაციას მთავრობის