ძალზე მნიშვნელოვანია, ჟენევის პროცესი ცოცხალი იყოს. ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის პროცესი ცოცხალი იყოს და დარწმუნებული ვიყოთ, რომ მასში ყველა მხარე ჩართული იქნება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმოამდგენლის დანიშვნას, ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროცესია და მოველით დეტალურ ინფორმაციას იმ სტრატეგიაზე, რომელსაც ახალი მთავრობა გეგმავს" - განაცხადა მლადენოვმა.
ამასთან, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებშია.