უკრაინის რადა მუშაობას შეუდგა, თუმცა პირველივე დღე უკრაინის პარლამენტში გაწევგამოწვითდა სკანდალებით დაიწყო.
ოპოზიციის და მმართველი პარტიის დეპუტატებმა ჯერ ტრიბუნის ბლოკირება მოახერხეს, შემდეგ კი ნაციონალური პარტიის „სვობოდას“ პარლამენტარებმა დარბაზიდან ძალით გააძევეს იულია ტიმოშჩენკოს პარტიის ორი დეპუტატი,რომელთაც უარი განაცხადეს საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანებაზე.
ფრაქცია „ბატკივშინას“ ლიდერმა არსენი იაცენიუკმა მათ გამყიდველები უწოდა.
„ეს ადამიანები გამყიდველები არიან,მათ უკრაინელ ხალხს პირობა მისცეს და ბიბლიაზე დაიფიცეს, რომ ოპოზიციაში იქნებოდნენ“,-აცხადებს იაცენიუკი.
რეგიონების პარტიის დეპუტატების განცხადებით კი, არაფერია გასაკვირი იმაში,რომ ოპოზციური ფრაქციებიდან დეპუტატები გამოდიან და დამოუკიდებელი დეპუტატად ყოფნას არჩევენ.
სკანდალი პარლამენტის შენობის გარეთაც იყო. დამოუკიდებელი მოძრაობა Femen–ის ნახევრადშიშველი გოგონები პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.