ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ე.წ. „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტს ალისტრახო როხვაძეს კითხავენ.
როგორც from.ge-ს კორესპოდენტი იუწყება, ალისტრახო როხვაძე დაკითხვაზე უკვე შევიდა და მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
from.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, როხვაძეს ინფო 9-ის ზესტაფონის კორესპოდენტმა, ეკატერინე დუგლაძემ უჩივლა.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ალისტრახო როხვაძემ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ეკატერინე დუგლაძეს პროფესიულ საქმიაონობაში ხელს უშლიდა. მას მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და გადაღებებზე ყოფნის დროს, კითხვებს უსვამდნენ.