ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლება საკუთრი ხალხის წინააღმდეგ Scud-type-ის - ე.წ სკადის ტიპის რაკეტებს იყენებს.
თვითმხილვეველთა განცხადებით, რაკეტები დამასკოდან ჩრდილოეთ სირიის მიმართულებით, რომელსაც აჯანყებულები აკონტროლებენ, რამდენჯერმე გაუშვეს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მას რაკეტის ტიპი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ „ასადის რეჟიმი სულ უფროდა უფრო საშიში იარაღს იყენებს“.
Reuters-ი და Associated press-ი კი ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან,რომ ასადის რეჟიმმა ხალხის წინააღმდეგ ნამდვილად, სკადის ტიპის რაკეტები გამოიყენა.